გადაზიდვები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობოთ, კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს.

დღეს გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.

„კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.