ყაზახეთსა და საქართველოს აქვთ პოტენციალი გაზარდონ დამუშავებული ლითონისა და გადამამუშავებელი პროდუქციის ექსპორტი. ამის შეახებ აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 2023-2026 წლებში ნომენკლატურული ტვირთბრუნვა გაზარდონ.
როგორც ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში აცხადებენ, ყაზახეთსა და საქართველოს ტვირთბრუნვაში ძირითადი პროდუქტია ღუმელები, მინერალური წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ნავთობპროდუქტები, დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები, ფეროშენადნობები და ბუნებრივი აირი.
ყაზახეთის საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებულია და შემდეგი პროდუქტებითაა წარმოდგენილი: ნავთობპროდუქტები (წილი 17,4%); საპარსი საშუალებები და დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები (14,8%), ფეროშენადნობები (13,7%); პრიალა და არადაგლინული ლითონი (8,5%); ბუნებრივი აირი (3,7%); სატვირთო მანქანები (3,2%). ასევე ყაზახეთი საქართველოში ახდენს ელექტრო ტრანსფორმატორების, ქვანახშირის, მეტალოკონსტრუქციებისა და შავი ლითონების ფურცლების ექსპორტს.
ამასთან ყაზახეთს შეუძლია საქართველოს კიდევ 40 დასახელების პროდუქტი მიაწოდოს, მათ შორის ნავთობქიმიური, ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათმშენებლობის, საკვებისა და სამშენებლო დარგებიდან.