აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებები დააკმაყოფილოს. პირველ ტრანშს, 3 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინა მიმდინარე თვეს მიიღებს.
მათ შორის, პენსიების, სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის ხარჯების გადასახდელებს,
დაიფარება პენსიები, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები, საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯები. ასევე, უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას.
უკრაინისთვის გამოყოფილი წინა ტრანშები ივნისში 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ივლისში - 1,7 მილიარდს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის ბიუჯეტის ჯამური მხარდაჭერა აშშ-სგან $8,5 მილიარდი იქნება.