საქართველოში COVID19-ით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

პირველი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა, - ამის შესახებ კოვიდ COVID19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

"სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის, უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.