საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა 11 199 პირი. ჩატარდა 67 482 ტესტი.
სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის, უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.