უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებს, პარიზთან ახლოს მდებარე შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ.
შატო დე ვინსენში მდებარე ციხე-სიმაგრეში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი ინახება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გამოიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, ისტორიული ძეგლის დათვალიერება აეკრძალათ.
ისტორიული ძაგლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც თავდაცვის სფეროს ბიბლიოთეკა და არქივია დაცული. მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე სპეციალური წესების დაცვით დაიშვებიან.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „საფრანგეთში, რუსეთის მოქალაქეების სამხედრო ობიექტებზე დაშვება აიკრძალა“. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მედიას შეუძლია კონკრეტულ დოკუმენტზე შესაბამისი მოთხოვნა გამოგზავნოს.
შატო დე ვინსენში ციხე-სიმაგრე საფრანგეთის მეფეებისთვის XIV – XVII საუკუნეებში აშენდა.