უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკული HIMARS-ების გამოყენების დაწყების დღიდან, უკრაინამ შეძლო ომის ახალ ეტაპზე გადაყვანა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ძალების საარტილერიო შესაძლებლობები 10-ჯერ დავარდა.
„ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, მიგვეტანა თავდასხმა საცავებზე, სადაც შეიარაღება ინახება, ოპერატიულ-ტაქტიკური პუნქტებზე ფრონტის ხაზზე და ბენზინის საცავებზე. ჩვენ ჯაჭვის გარღვევა მოვახერხეთ და რუსული ჯარის ლოგისტიკა დავანგრიეთ.
შესაბამისად მათი საარტილერიო შესაძლებლობები 10-ჯერ დავარდა და ჩვენ გადავედით, ტაქტიკურ, კონტრ-შეტევით ოპერაციებზე, პირველ რიგში უკრაინის სამხრეთში. ეს მესამე ეტაპია. იმედია დადგება მეოთხე ეტაპი, როცა მივიღებთ დამატებით გრძელი რადიუსის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემებს და შევძლებთ უფრო აგრესიულად მივიტანოთ შეტევა ფრონტის ხაზზე, რომელიც 1000 კილომეტრის სიგრძისაა.
ეს მცირედი, სიტუაციური წინსვლაა, რომელზეც მათ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა, და რესურები დახარჯეს, და დიდი დანაკარგები ჰქონდათ. ეს იყო სწორედ ომის მეორე ეტაპიდან მესამეზე გადასვლა. ჩვენ ვიბრძვით ბევრად უფრო კრეატიულად ვიდრე რუსული არმია, რადგან რუსული ჯარი პირველ რიგში რაოდენობით იბრძვის, დარტყმითი ერთეულების, გამრღვევი ერთეულების ფორმირებით, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ და ამ ტაქტიკას 1960-70-იან წლებში აქტიურად ასწავლიდნენ. ამ დაჯგუფებებით, ცდილობენ ამ თუ იმ ტერიტორიის დაკავებას, მათ შორის, დასახლებული პუნქტების.
ისინი ასევე მიწასთან გასწორების გზას მისდევენ, არტილერიის, მათ შორის საჰაერო თავდასხმების გამოყენებით, ანადგურებენ ქალაქებს და სოფლებს, მათ მიწის ზედაპირიდან შლიან და არ აღელვებთ მშვიდობიანი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ უპირატესობა, საარტილერიო და საავიაციო ტექტნიკის კუთხით, და რა თქმა უნდა მიდიოდნენ წინ. თუმცა მას შემდეგ, რაც მივიღეთ შეიარაღება, ჰაუბიცები, 155 მილიმეტრის კალიბრის იარაღი, ჩვენ ამ სააარტილერიო დუელში, მათ გავუთანაბრდით. HIMARS-ების გამოყენებით, ჩვენ მათ პრაქტიკულად დავუნგრიეთ მიწოდების ჯაჭვი და ახლა, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მათ უკანდახევას ვაიძულებთ და ვანადგურებთ“, - ამმბობს პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
მისივე შეფასებით, რუსული მხარის სტრატეგია შეიცვალა ნამდვილად, რადგან მათ უარი თქვეს, კოლონის ტიპის ბრძოლებზე.
„პროპაგანდისტულად რა თქმა უნდა, ისინი სხვადასხვა მიზანზე საუბრობენ, კიევს ახსენებენ, ამბობენ, რომ იერიშს მიიტანენ ცენტრზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. თუმცა რეალურად ჩანს, რომ მათ რესურსები მხოლოდ პოზიციური ომის წარმოების საშუალებას აძლევს, და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც პარტნიორებისგან დამატებით შეიარაღებას მივიღებთ, სამხრეთში უკრაინის უფრო დიდი კონტრშეტევითი მოძრაობები გვექნება. რუსეთი კი შეეცდება, დაკავებული ტერიტორია შეინარჩუნოს, დონეცკის ლუჰანსკის, ხერსონის რეგიონში“.
რაც შეეხება დონეცკის რეგიონს, სადაც რუსეთს კრამატორსკის, კონსტანტინოვკის მისამართით მიაქვს იერიში, პოდოლიაკის თქმით, ფრონტზე ძირითადად არტილერია მუშაობს. მათ შორის ავიაცია, დაბომბვები მიდის. მათ სურთ ის ტერიტორია გაამაგრონ რომელიც დაიკავეს. ესმით რომ რეალური წინსვლის რესურსი არ აქვთ, მაგალითად უკრაინის ცენტრის მიმართულებით, იქნება ეს ოდესის თუ ნიკოლაევის მიმართულებით.
„სურთ, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ, ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით, უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებზე თვდასხმის გზით, რათა გვაიძულონ დავსხდეთ მოლაპარაკების მოგიდასთან, ისინი ცდილობენ უკრაინაში შიში და პანიკა დათესონ, თუმცა არ გამოსდით. და ჩვენ მოთმინებით ველით, რომ მივიღეთ შესაძლებლობებს, და პარტნიორებთან ერთად დავაყენებთ უფრო ეფექტურ ანტი-სარაკეტო სსისტემებს, ჩვენი ქალაქების უსაფრთხოების გარანტირებისთვის და შემდეგ მათ ფრონტის მთელი ხაზიდან უფრო ინტენსიურად დავხევთ უკან“, - ამბობს პოდოლიაკი.