საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს.

"საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 301 000 ადამიანია. დღეისათვის, პენსია 2267 პირზე გაიცა და გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.