პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფშემისლავ ჩარნეკმა განაცახდა, რომ პოლონეთის სკოლები მზად არიან უკრაინიდან 200-300 ათასი ბავშვის მისაღებად.
„ჩვენ ამისთვის სისტემატიურად ვემზადებით. ჩვენ საკმაოდ მოქნილი სისტემა გვაქვს,ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს, რომელიც თვითმმართველობასთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად შევქმენით“, - განაცადა ჩარნეკმა.
მისი თქმით, სავარაუდო პრობლემები შეიძლება გაჩნდეს დიდ ქალაქებში, როგორიცაა ვარშავა ან კრაკოვი, სადაც შესაძლებელია სიტუაციები, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ერთი სკოლის დირექტორს ბავშვების მიღების მოთხოვნით.
„შემდეგ შევთავაზებთ სხვა სკოლებს, სადაც, ალბათ, შესაძლებელი იქნება უკრაინელი ბავშვების მიღება“, - განმარტა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ჩარნეკმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მონაცემებით, პოლონეთში დაახლოებით 700 000-800 000 უკრაინელი სკოლის ასაკის ბავშვია. მინისტრმა დასძინა, რომ მათგან დაახლოებით 500-600 ათასი უკრაინის სკოლებში დისტანციურად სწავლობს.
შეგახსენებთ, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა ილვა იოჰანსონმა განმარტა, რომ უკრაინელ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოუწევთ სკოლაში სიარული ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც დასახლდნენ.