პენტაგონს არ შეუცვლია პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი არ გეგმავს ტაივანში შეჭრას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უმაღლესმა პოლიტიკის ოფისმა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გასულ კვირას დაიწყო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ განაცხადა, რომ
„აშკარაა, რომ პეკინი ცდილობს, შექმნას ერთგვარი ახალი ნორმა, რათა სცადოს ტაივანის იძულება, მაგრამ ასევე გულწრფელად გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება, თუ გავითვალისწინებთ ტაივანის სრუტის მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკისთვის“, - დაამატა კოლინ კალმა.
მისივე თქმით, ჩინეთის რეაქცია პელოსის ვიზიტზე იყო ხელოვნური კრიზისი, რადგან აშშ-ის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ ტაივანს.
„ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა კალიმ.
ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს. ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს.
ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი.
ვინ ცნობს ტაივანს
ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.
გაეცანით Europetime-ის სტატიას