საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.
„დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.
რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.