ევროკავშირი და ბრიტანეთი 10 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის იმპორტს აჩერებენ.
რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტში დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან იკრძალება რუსული ქვანახშირის შესყიდვა, იმპორტი და სხვა მყარი მადნების გადატანა ევროკავშირში, რომელიც სათბობად გამოიყენება.
ნახშირზე ევროპული ემბარგოს დაწესების შედეგად რუსეთი წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას. ემბარგო ასევე გავლენას ნახშირის იმპორტის მეოთხედზე მოახდენს.