ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენა იტვირთოს

ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენის გეგმას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან ერიკ სვედალს შეხვდა.

ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თითოეული ობიექტის აღდგენის ღირებულების დაანგარიშებაზე. გარდა ამისა, იგეგმება სარესტავრაციო სამუშაოს დაფინანსების წყაროების დადგენა“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინას შემუშავებული აქვს სწრაფი აღდგენის გეგმა თითოეული რეგიონისთვის. ევროპის რიგი ქვეყნები სხვადასხვა რეგიონის რეკონსტრუქციის პროცესში ერთვებიან.