საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა.
„პოლიციამ დღეს დილით გაანეიტრალა დანით შეიარაღებული პირი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში იმუქრებოდა“, - აცხადებენ საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციაში.
თვითმხილველების განცხადებით, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.