მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 90-მდე მიგრანტი დააკავეს, მათი უმეტესობა ბავშვია, რომელსაც თანმხლები უფროსი არ ჰყავს.
აშშ-ში, არიზონას შტატის სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა. დაკავებულთაგან 81 ბავშვია, რომელსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავს.
როგორც Fox News-ი წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან.
ცნობისთვის, 2021 წლის განმავლობაში, მექსიკიდან აშშ-ში შესვლის მსურველი 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დააკავეს.