საბერძნეთში ცათამბჯენის მშენებლობის პირველი ლიცენზია ამ კვირაში გაიცა.
ამის შესახებ განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა ადონის ჯორჯიადისმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ათენის გარეუბანში, ელინიკოს მუნიციპალიტეტში 198,85 მეტრიანი კოშკის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.
ცათამბჯენს რივიერას კოშკი დაერქმევა. კოშკი Lamda Development Ellinikon პროექტის ნაწილია, რომელიც ევროპაში ურბანული აღორძინების უდიდეს პროექტად მიიჩნევა.