„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს.
„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით - ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩებანმა
იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ფასების ფორმულა იქნება გამოყენებული, რის გამოც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.