უკრაინის ინტერესებს რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს - კიევი

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინამ და შვეიცარიამ მოლაპარაკებები დაასრულეს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებით, თუ წინადადებას მოსკოვის გაიზიარებს, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ვიზევის აღება შვეიცარიის საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლევათ. უკრაინელ დიპლომატები კი, შვეიცარიის შუამავლობით რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალქეებისთვის დახმარებას შეძლებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განმარტა, რომ უკრაინამ შვეიცარია ასეთი როლისთვის დიდი გამოცდილების გამო აირჩია.

„უკრაინის პრეზიდენტის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას შვეიცარიასთან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ინტერესების წარმომადგენლობის შესახებ. არჩევანი შვეიცარიის სასარგებლოდ გაკეთდა ასეთი ფუნქციების შესრულების დიდი გამოცდილების გამო. ჩვენ მადლობელი ვართ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნისთვის, გაწიოს მისი მომსახურება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, დახმარება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან ან სოფლებიდან იძულებით წაიყვანეს, მაგრამ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.

ვენის კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებებს, რუსეთმა უნდა გასცეს თანხმობა, რომ შვეიცარია უკრაინას მასპინძელ სახელმწიფოში წარმოადგენდეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.