"შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების!
ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.