უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ მაგიდასთან უკრაიინის პარტნიორები ისხდებიან.
„რეფერენდუმების“ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბრებთ მოლაპარაკებებზე. ვინაიდან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, აზრი არ აქვს რაიმე მოლაპარაკების პოზიციის შეფასებას,
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი პარტნიორები მაგიდასთან იქნებიან. იმიტომ, რომ აზრი არ აქვს რუსებთან საუბარს და საბოლოო ჯამში მინსკი-3-ის შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა რეზნიკოვმა.