გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს.
„გერმანიამ დაარღვია თავისი ტრადიცია და იარაღი გაგზავნა ომის ზონაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში”, - განაცხადა შოლცმა, კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე.
ივლისში გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის მიწოდებული ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნ.
გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.