26 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინას $1,55 მილიარდზე მეტი ოდენობით დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში მოკავშირე ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლა.
„გაერთიანებული სამეფო იარაღის გაზრდილი წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდს აყალიბებს - განაცხადა დანიელმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, როელიც თავის ბრიტანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართა.
„მიხარია, რომ ყველას გვაქვს საერთო აზრი, რომ დაღლილობის დრო არ არის, ეს მარათონია. მარათონისთვის ენერგიაა საჭირო და გულწრფელად რომ გითხრათ, მთავარი ენერგია ამ შემთხვევაში ფულია. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენ გვჭირდება დაფინანსება და გამოთქვეს მზადყოფნა ფინანსურად დაგვეხმარონ“, - განაცხადა თავის მხრივ, ოლექსი რეზნიკოვმა.