ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის განმარტებით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო.
ამასთან, აცხადებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ მცხოვრებლები გააფრთხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილიც ჩამოინგრა.
განახლება 23:00:00
15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, ვიდრე შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.