"ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისიმ განაცხადა, რითაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმებს გამოეხმაურა.
“ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად და არა თავდასხმები განახორციელონ ცხოველებზე“, - აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, სან-პაულოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 10 მაიმუნი მოწამლეს, საიდანაც 7 მოკვდა.
ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
ასევე წაიკითხეთ: