ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ.