აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში 204 ფიზიკური და იურიდიული პირი იყო დაკავებული.
ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წელს წარმოდგენილ ანალოგიურ სტატისტიკაზე 2,9-ჯერ მეტია.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წილი 4%-ითაა გაზრდილი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აზერბაიჯანთან ყველაზე მეტი საერთაშორისო ავტოგადაზიდვა აქვთ.
გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, აზერბაიჯანული კომპანიების წილი ამ მიმართულებით 6815 ერთეულით გაიზარდა, უცხოური გადამზიდავების მონაწილეობა კი 2234 ერთეულით შემცირდა.
აზერბაიჯანული გადამზიდავების ბაზრის წილი მეზობელ ქვეყნებში 7.7%-ით გაიზარდა. მათ შორის თურქეთის მიმართულებით 10.2%-ით, საქართველოში 5.4%-ით, რუსეთსა და ირანში 7.2%-ით.