ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა. 72 წლის კაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებულ ავტომაქანაში მყოფი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.
როგორც Europetime-ს თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.