გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. გერმანული მხარე პრეზიდენტის უკრაინის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა უკრაინულ მეიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.
„ჩემი კოლეგები გერმანიაში ამაზე მუშაობენ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფედერალური პრეზიდენტის შტაინმაიერის უწყებაში და მასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა ანკა ფელდგუზენმა.