გერმანიის ელჩი: იარაღის ჩამონათვალი, რომელიც უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ უკრაინას, შთამბეჭდავია

გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რადგან გერმანიის მთავრობა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და საკითხს უკრაინელ პარტნიორებთან განიხილავს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორი. ჩვენ 2014 წლიდან ვეხმარებით ყველა სექტორში, გარდა იარაღისა, მაგრამ ამას ვაკეთებთ ახლა. ინტერვიუს წინ გადავხედე იმ იარაღის ჩამონათვალს, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ - ეს ფაქტობრივად, შთამბეჭდავი მონაცემებია, თუ გახსოვთ, 24 თებერვლამდე ჩვენ ვამბობდით, რომ ამას პრინციპში არასდროს გავაკეთებდით“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

ერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს.

გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.