ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო.
ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე - მზის პანელებზე აკეთებს.
Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს.