ინდური წარმოშობის ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეეების ავტორი, სალმან რუშდის ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.
დამნაშავე პოლიციამ ადგილზე დააკავა. ხოლო რუშდის პირველადი დახმარება სცენაზევე აღმოუჩინეს.
75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ.
სალმან რუშდი, ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.