The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი ღიაა პირისპირ ვიზიტისთვის, მათ შორის ინდონეზიაში ნოემბერში დაგეგმილი G20-ის ქვეყნების სამიტოს ფარგლებში.
ცნობისთვის ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა და 2 საათი გაგრძელდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა დაძაბულ მოლაპარაკებებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.