ნურ-სულთანში, ცენტრალურ აზიაში უდიდესი მეჩეთი გაიხსნა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ახალი მეჩეთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიიღო. 

ყაზახეთის მედიის ცნობით, ეს მეჩეთი ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში, აქამდე არსებულ სამლოცველოებზე დიდია. 

ნურ-სულთანში აგებული მეჩეთის მთავარი კორპუსის სიმაღლე 90 მეტრია, ხოლო მინარეთების სიმაღლე 130 მეტრს უტოლდება. მეჩეთში, ერთდროულად 30 ათას ადამიანს შეუძლია შესვლა.