მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა გაავრცელა.

მათი თქმით, რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს.

"სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს", - განაცხადა აგენტმა.

ცნობისთვის, 75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ. 

ამასთან, მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.