მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა.