რუს ოლიგარქ აბრამოვიჩის Eclipse-მა თურქეთის სანაპიროსთან ღუზა ჩაუშვა

რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის Eclipse-მა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საკურორტო რაიონში, მარმარისში ღუზა ჩაუშვა.

164 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის იახტას ექვსი სართული აქვს, ასევე აუზი და შვეულმფრენის მოედანი, ასევე საშუალო ზომის წყალქვეშა აპარატი. 

მარმარისის მცხოვრებნი და სტუმრები აბრამოვიჩის კუთვნილ იახტასთან ფოტოებს იღებენ. 2010 წელს Eclipse-ს ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენდა. 

ლუქსის კლასის იახტა, თურქეთის ერთი კვირაა რაც თურქეთის სანაპიროზე ფიქსირდება. 

მანამდე Eclipse ალჟირის სანაპიროსთან დაფიქსირდა. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი.

 ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.