წითელ ზღვაში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება.
საუდის არაბეთის მედიის ცნობით, საზღვაო-სამხედრო სწავლებები ქალაქ იანბუში დაიწყო, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.
სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას, საუდის არაბეთის დასავლეთი რეგიონის სარდალი აჰმედ ალ-დები, აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური პოლ ჯოზეფ როკი, ასევე ორი ქვეყნის უფროსი ოფიცრები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.
წვრთნების მთავარი მიზანია, ორ მხარეს შორის ოპერატიული გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი სამხედრო გეგმების განხორციელების შემუშავება.
2021 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ფლოტებმა 10-დღიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის მიზანიც „ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფა“ იყო.