2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 1 826 242 გარიგება განხორციელდა.
მხოლოდ ივლისში 222 ათასი გარიგება დაიდო და 578 უძრავი ქონება გაიყიდა.
მთლიანობაში, 2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 1 მილიონ 826 ათას 242 ტრანზაქცია განხორციელდა. გადასახადების სახით ბიუჯეტში 2 მილიარდ ლირაზე მეტი შევიდა.
აქედან 798 840 სახლი გაიყიდა, 314 ათასი მიწის ნაკვეთი, 496 ათასი სახნავ-სათესი მიწა, ხოლო 84 ათასი გარიგება კომერციულ ობიექტებთან დაიდო.
ყველაზე მეტი 240 ათასი ტრანზაქცია სტამბოლში განხორციელდა. გარიგებების მოცულობით მეორე ადგილზეა ანკარა (123 ათასი); მედსამეა იზმირი(99 ათასი); შემდეგ მოდის ანტალია (75 ათასი); ბურსა (69 ათასი); კონია (54 ათასი); კოჯაელი (50 ათასი); და ბალიკესირი (49 ათსი).