ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.