თეგი: ქობულეთი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

21 თებერვალს, თბილისის დროით 22:22 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქობულეთთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი -სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.     13 თებერვალს, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა      

ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.  

ქობულეთში, მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება.  

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და სანიაღვრე არხში გადავარდა. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.  

ქობულეთში სროლა იყო

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.  როგორც ცნობილია, სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

ძლიერი ქარი აჭარაში - ქობულეთში ერთი ადამიანი დაიღუპა

აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. „ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული. „ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტრო გადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრო ბოძები არის წაქცეული”, - განაცხადეს ბათუმის მერიაში ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.  

ქობულეთში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.  „20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დედოფლისწყაროდან იყო. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა. ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა. მომხდარზე დამატებით დეტალები უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.  

ქობულეთში მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტთან, დაკავშირებით 3 პირი დააკავა. კერძოდ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო შეუტყობინებლობისთვის - 2. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 20 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა.  ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამასთან რუსთაველის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში თურქეთის მოქალაქეები ისხდნენ.  ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  

ქობულეთის 5 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი სოციალური ქსელით მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებმა დღეს, 26 მარტს მაშინ მიაწოდეს, როცა შენობაში მეორე ცვლის ბავშვები იმყოფებოდნენ. სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურს ცენტრს აცნობა, რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტურია ხუთივე სკოლაში - მუქარის შინაარსის წერილის მიღება.