სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა. მისივე თქმით, ამ წუთებში აფეთქების ადგილზე ხანძარია და სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი მოყოლილი.
წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარს აფეთქება მოჰყვა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა.
შეგახსენებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა.