მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.