იერუსალიმში, გოდების კედლის სიახლოვეს ავტობუსის მისამართოთ ცეცხლის გახსნის შემდეგ, რვა ადამიანი, მათ შორის, ხუთი ამერიკელი დაიჭრა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ექვსის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი დაჭრილი, ორსული იყო და გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ცნობით, დედაც და ბავშვიც მძიმე მდგომარეობაში არიან.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს და ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს დაძაბულობას“, - განუცხადა ამერიკის საელჩოს სპიკერმა CNN-ს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირში მყოფნი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხს აგებენ.