ლატვიის პრეზიდენტის ინიციტიავით, ქვეყანაში ცხოვრების უფლება უნდა გაუუქმდეთ უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებს

ლატვიის პრეზიდენტი ეგილ ლევიტსი გამოდის ინიციატივით, რომ გადაიხედოს და გაუქმდეს ცხოვრების უფლება და ვიზები მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მისი თქმით, წინა მთავრობები „გაუმართლებლად ხელგაშლილები იყვნენ“ რუსეთის მოქალაქეთათვის ლატვიაში ცხოვრების უფლების მინიჭების თვალსაზრისით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვიდა ამ პოლიტიკის რევიზიის დრო. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მისივე თანახმად, გაზაფხულის მონაცემებით, ლატვიაში რუსეთის 50 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და 120 ათასამდე - მოქალაქეობის არმქონე სტატუსით.

ლატვიაში 2010 წლიდან მოქმედებდა პროგრამა, რომლითაც რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოპოვება უძრავი ქონების მოპოვების ან სხვა ინვესტიციების სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. ქვეყანამ უცხოელებს საერთო ჯამში დროებით ცხოვრების 46 ათასზე მეტი უფლება გასცა. აქედან 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. მათმა ნახევარმა ცხოვრების უფლება ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვა.