სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ყველა მეტროსადგურზე, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე, ყველა სავაჭრო ცენტრში, ზოოპარკში, ასევე, ეკლესიაში.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ძალების კოლექტიური ცენტრის კინოლოგიური და საინჟინრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.