უკრაინა: მომავალი კვირები ხერსონის რეგიონისთვის გადამწყვეტი იქნება

ხერსონის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ავიაციის გამოყენება გააძლიერეს, გვიან ღამით უკანონო ჩხრეკა და დაკავება განაგრძეს, გაზარდეს ზეწოლა ჯანდაცვის მუშაკებსა და მასწავლებლებზე. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს წევრმა სერჰი ხლანმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ხერსონის რეგიონში, ოკუპანტები მოქალაქეებს აიძულებდნენ, მიეღოთ ხელფასი [რუსული] რუბლში და დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით“, - ამბობს სერჰი ხლანი.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა 26-27 აგვისტოს, ჰენიჩესკში საგანმანათლებლო მუშაკებისთვის „სემინარი“ დანიშნეს, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის განათლების მინისტრი და სხვა „სტუმრები“ დაესწრებიან.

ხლანის თქმით, რუსეთი თავისი პროპაგანდისტული მედიის საშუალებით, სიცრუის გავრცელებას განაგრძობს.

ამ თემაზე წაიკითხეთ