ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300ზე მეტი, სხვა და სხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშვები.

ხანძარის კერები,დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი დანთებისგან.

მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას. ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის.