ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, Twitter-ის აქციების ფასმა რამდენიმე საათში თითქმის 4%-ით იკლო

Twitter– ის აქციები პარასკევს, ღამით სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ, თითქმის 4% –ით დაეცა მას შემდეგ, რაც პლატფორმამ სამუდამოდ დაბლოკა დონალდ ტრამპის ანგარიში- „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო “, ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

კომპანიის აქციებზე ფასის დავარდნის შემდეგ, საქმიანი ქაღალდები 49,54 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, მას შემდეგ, რაც მისმა ფასმა 3.77%-ით მოიკლო.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში ოთხშაბათს დაიბლოკა, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მოვლენების დასტაბილურების შემდეგ, Twitter-მა ხელახლა გააქტიურა ტრამპის პირადი ანგარიში,ბლოკის მოხსნის შემდეგ,პრეზიდენტმა რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა პლატფორმაზე, სადაც წერდა, რომ მისი მხარდამჭერების „ხმას მკაფიოდ მოისმენდა ყველა, მომავალში“ და ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას. გააუქტიურებიდან მალევე, პრეზიდენტის ანგარიში ისევ დაიბლოკა, ამჟამად სამუდამოდ.

კომპანიიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის „ პუბლიკაციები არღვევს ძალადობის პოლიტიკის წესებს,ამიტომ @realDonaldTrump-ის ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა დაიბლოკოს სამუდამოდ“.

პრეზიდენტს Twitter- ზე 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.