ფინეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ადგილზე ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციიდან ჩასულ ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან.
ფინეთის ქალაქ იმარტში, ყოველდღიურად, 100 წლიანი დამბისის საკეტები იხსნება და იან სიბელიუსის მუსიკა ისმის. ივლისის ბოლოდან შოუ უკრაინის ჰიმნით იხსნება.
ასევე, მეზობელ ქალაქ ლაპენრანტაში, უკრაინის ჰიმნი მერიასთან ყოველ საღამოს ჟღერს. მუნიციპალიტეტის შენობა რუს ტურისტებში პოპულარულ სავაჭრო ცენტრებს გადაჰყურებს.
„მიზანი არის უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და აგრესიის ომის დაგმობა“, - განაცხადა ლაპენრანტას მერმა კიმო იარვამ.
ახლა ბევრი რუსისთვის ფინეთი ევროპის კარიბჭეა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაკეტილია. თუმცა ვიზების მქონე რუსებს შეუძლიათ, სახმელეთო საზღვარი გადაკვეთონ და ევროპის მასშტაბით იმოგზაურონ.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.