ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
- ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა
- ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა
„როდესაც ჯერ არ არის კოლექტიური - „დიახ", მაგრამ არის ინდივიდუალური პოზიცია. სათითაოდ, ევროკავშირის ქვეყნები უარს ამბობენ რუსებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ საჭიროებს ხანგრძლივ და ვრცელ დისკუსიებს. ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია არ ერიდებიან შეზღუდვების შემოღებას და რუსებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მათ არ მიესალმებიან ევროპაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
- სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ
- ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან
მისი თქმით, საბოლოოდ, ყველა მიხვდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის ხელშეწყობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის.
სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამიერიდან, რუსები ვერ შეძლებენ დასასვენებლად წასვლას მსოფლიოს დედაქალაქებში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს.
რუსებს ჯერჯერობით შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მონახულება, პირდაპირი საჰაერო კავშირების არარსებობის მიუხედავად. თუმცა დასავლეთის სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ბევრი ოლიგარქისა და მაღალი თანამდებობის პირისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრეზიდენტ პუტინთან, ევროკავშირში მოგზაურობა აკრძალულია. დასავლეთის სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია.